: ოლიგარქი გეგმაზომიერად დაკავდა საპატრიარქოს ძირის გამოთხრით, შექმნა შიდა სკანდალები, ჩამოაშორა პატრიარქს ერთგული ხალხი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,პატრიარქმა ბოლო წლებში გაატარა იმ კაცის კონტროლის ქვეშ, რომელსაც ის მთელი გულით ეზიზღებოდა.

როდესაც ივანიშვილი პირველად გავიცანი 2004 წელს (ის შევარდნაძის დროს დამკვიდრდა საქართველოში, ვარდების რევოლუციამდე ჰქონდა უკვე მოქალაქეობა, ორი რეზიდენცია და ტელეარხი) ჩვენი საუბრის პირველი 20 წუთი გაატარა პატრიარქის უშველი სიტყვებით ლანძღვაში.

მას აკვიატებული ჰქონდა ისტორია იმაზე, თუ როგორ გადაახდევინა პატრიარქმა ორჯერ სამების ჯვრის ფასი, „ქურდი“ იყო ყველაზე რბილი სიტყვა რომლითაც ის -ს მოიხსენიებდა.

ტენდენცია გაგრძელდა ჩვენს შემდეგ შემდგარ რამდენიმე შეხვედრაზე (სულ 5-ჯერ ვარ შეხვედრილი) განსაკუთრებით იქცევდა ყურადღებას თუ როგორი განსაკუთრებული მგზნებარებით აძაგებდა პატრიარქს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის პატრიარქს შენობით ელაპარაკებოდა და არასდროს იცავდა პატივისცემის ელემენტარულ პროტოკოლს. მაშინ ვერ ვხსნიდი პატრიარქზე ესეთ გართულებას, ახლა კი ვხვდები, რომ ივანიშვილი საერთოდ ვერ იტანს ქვეყანაში ვინმე ავტორიტეტის არსებობას, მას ძალიან შურდა პატრიარქის და მუდმივად შურდა ჩემი. სწორედ ამიტომ ათრევინა ჩემი თავი და მერე ეს ტელევიზიით გაუშვა.

ოლიგარქი გეგმაზომიერად დაკავდა საპატრიარქოს ძირის გამოთხრით, შექმნა შიდა სკანდალები, ჩამოაშორა პატრიარქს ერთგული ხალხი, გამოაგდო სუსი კრებსები, რამაც ძალიან გამოუთხარა ძირი ეკლესიის ავტორიტეტს.

2024-ში მოითხოვა ეკლესიის ოფიციალური დამორჩილება მისი რეჟიმისთვის (რაც -ის სიცოცხლეში მაინც ვერ გაიტანა) შემოარტყა პატრიარქს პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების და სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ხალხი, რომლებმაც ნამდვილ ალყაში მოაქციეს ილია II და ალბათ კიდევ გაირკვევა თუ რა საშუალებებს იყენებდნენ კონტროლისთვის.

ამაში პირდაპირ დარწმუნდა დედაჩემი, მაშინ როცა მოწამვლის შემდეგ სიკვდილის პირას ვიყავი, გიულიმ პატრიარქს მისი ახლო ნათესავის მეშვეობით სთხოვა შეხვედრა. ის მიიწვიეს საპატრიარქოში, სადაც პატრიარქის გარდა ყვავ-ყორნებივით ჩამომჯდარი დახვდნენ რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი მეუფეები და სხვა პირები. რამდენი რამის თქმა დააპირა პატრიარქმა, ეგრევე ჩაეჭრნენ და გააწყვეტინეს, უკიდურეს არაკეთილგანწყობილებას გამოხატავდნენ გიულის მიმართ.

ერთადერთი რაც მოახერხა ილია II-მ დედაჩემს თვალებში შეხედა და უთხრა „ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო“ და აი ზუსტად აქ ისედაც ხანმოკლე შეხვედრა გააწყვეტინეს და გიული გამოაბუნძულეს.

გული მერევა ისეთ ფარისევლობას რომ ვხედავ ამ დღეებში დიქტატურის მსახურების მხრიდან (რომელთა უმრავლესობას ნამდვილად არაფერი სწამს). ერთია რას ამბობენ და მეორე რას აკეთებენ. და აკეთებენ იმას რომ გარდაცვალებიდან 1 საათში სუს-ში შექმნეს სპეციალური შტაბი რუსეთთან შეთანხმებული კანდიდატურის პატრიარქად დასანიშნად. გადაინაწილეს მეუფეები დასამუშავებლად, სოლოლაკიდან გამოიგზავნა ფული, მუშაობენ ფულით და კომპრომატებით.

ამ ახალი „პატრიარქის“ ამოცანა ის კი არ იქნება რომ ეკლესია „ოცნებას“ დაეხმაროს მართვაში. ქოცებს საერთოდ არ სჭირდებათ ხელისუფლების სხვა ცენტრი. ივანიშვილს სურს თავისი სანუკვარი ოცნების ასრულება, ჯერ ეკლესიის სახელმწიფო უწყებად გამოცხადება და შემდეგ საერთოდ განადგურება. ილია II-ის არყოფნის სიტუაციაში ეს არც ისე რთული ამოცანაა, უპატრონო ეკლესიას საბოლოოდ ეუფლებიან ეშმაკები.“

ასევე დაგაინტერესებთ