ნაჩო სან­ჩეს ამორ­ი: ივა­ნიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა: არ მსურს და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი ვიყო და მირ­ჩევ­ნია, რომ ჩემი ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რუ­სეთ­თან დავ­რჩე

ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფერს აკე­თებს, – ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, ნაჩო სან­ჩეს ამორ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ქვე­კო­მი­ტეტ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხზე გა­მარ­თუ­ლი დის­კუ­სი­ის დროს სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

„ივა­ნიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა: არ მსურს და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი ვიყო და მირ­ჩევ­ნია, რომ ჩემი ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რუ­სეთ­თან დავ­რჩე. ერთი მთა­ვა­რი ელე­მენ­ტი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ვი­მე­ო­რებ არის ის, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ევ­რო­პუ­ლი გზის მი­ტო­ვე­ბის დღის წეს­რი­გი ფრთხი­ლად და­მა­ლა. ეს მთა­ვა­რი სა­კი­თხია, რად­გან „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სა­ჯა­როდ რომ ეთ­ქვა – ჩვენ ევ­რო­პუ­ლი გზის მი­ტო­ვე­ბა გვსურს – მა­შინ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, შე­დე­გე­ბი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და“, – გა­ნა­ცხა­და ნაჩო სან­ჩეს ამორ­მა.

მისი თქმით, „ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფერს აკე­თებს“

„ეს სა­კი­თხი დიპ­ლო­მა­ტი­ურ პას­პორ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხუმ­რო­ბას წარ­მო­ად­გენს. მე­ო­რე პას­პორ­ტი ყვე­ლას აქვს. არ ვიცი, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ის ზო­მე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა ამ ხალ­ხს ხელი შე­უ­შა­ლოს, რომ პა­რიზ­ში მო­დის კვი­რე­ულ­ზე ჩა­ვიდ­ნენ ან შვი­ლე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლონ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი წლის წინ ვი­ყა­ვი და მა­შინ ხალ­ხს ვუ­თხა­რით, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მზად იყო ვი­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­ე­წე­სე­ბი­ნა. შემ­დეგ, რო­გორც ჩანს, ლე­გა­ლუ­რი პრობ­ლე­მა აღ­მოჩ­ნდა და ეს არ მოხ­და. კი­თხვა მაქვს ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ქმე­დე­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის მი­მართ: რა­ტომ არ შევ­თა­ვა­ზეთ საბ­ჭოს სან­ქცი­ე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით? ნუ მე­ტყვით, რომ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა არ არის. ვიცი, რომ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა არ გაქვთ და უნ­გრე­თის ხმა არ გაქვთ. მაგ­რამ, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლი­ად იზო­ლი­რე­ბუ­ლია და მას მხო­ლოდ უნ­გრე­თი მფარ­ვე­ლობს. ეს უნდა გა­ა­კე­თოთ. ჩვენ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ“, – აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები