გოცირიძე: საქართველო მოხვდა უღატაკესი აფრიკის და რამდენიმე აზიის ქვეყნის გვერდით. ეს არის ვერდიქტი, გამოტანილი “ქართული ოცნების” უსახური ხელისუფლების მიმართ

2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქემ 15 ათას დოლარამდე უნდა დადოს ამერიკის ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე, რომ ვიზა მიიღოს. ეს ფული იყინება და თუ განსაზღვრულ ვადას გადააცილებ ან დაარღვევ სავიზო მოთხოვნებს, უკან აღარ დაგიბრუნდება.
საქართველო მოხვდა უღატაკესი აფრიკის და რამდენიმე აზიის ქვეყნის გვერდით. ამ სიაში არ არის არცერთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, ტოტალიტალური რეჟიმის მქონე თურქმენეთიდან დაწყებული, ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყნით, მოლდოვით დამთავრებული. არც ჩვენი მეზობლები არიან.
ეს არის სამარცხვინო და ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი გადაწყვეტილება, ეს არის ვერდიქტი, გამოტანილი “ქართული ოცნების” უსახური ხელისუფლების მიმართ, როლითაც ჩვენი მოქალაქეები ძალიან ზიანდებიან.
აფრიკული ორმოცამდე ქვეყნისათვის დაწესებულ მსგავს შეზღუდვებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ, ვის უნდა მოსთხოვონ დეპოზიტი და რა რაოდენობის თანხაზე ( 5-16 ათასი დოლარის ინტერვალში), ამას წყვეტს ამერიკის საკონსულო. მცირეოდენი გამონაკლისებისთვის იგი არ იქნება მოთხოვნილი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია რისკი ამ ადამიანის ამერიკაში დარჩენისა. ასევ უყურებენ სამსახურებრივ მდგომარეობას და შემოსავლებს.
უკვე ნელ-ნელა ვიძენთ მოკვეთილი ქვეყნის ატრიბუტებს. საუბედუროდ, წინ კიდევ ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი გველის, სანამ ეს რეჟიმი არ მოგვიცილებია თავიდან.