ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს – პატრიარქის ხსოვნას პატივი ქუჩაში შეკრებილმა ათასობით ადამიანმა მიაგო.




პროცესიას წინ მიუძღვებოდნენ სტიქაროსნები, რომელთაც ხელში ჯვრები და დროშები ეჭირათ.
ადგილზე იმყოფებიან, სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები, მონაზვნები და ჩოხოსნები.




უწმინდესის ცხედარი სამებაში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.


კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 2026 წლის 22 მარტს, კვირას,
თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.



ფოტო: ვანო გორგიშვილი, გიორგი ნიკოლიშვილი, გიორგი ჟამერაშვილი



