ილია მეორე საპატრიარქოდან გამოასვენეს – ამ წუთებში ფეხით მსვლელობა მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც უწმინდესს დაასვენებენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი საპატრიარქოდან გამოასვენეს.

უწმინდესის გამოსვენებას საპატრიარქოსთან ელოდებოდნენ სასულიერო პირები. ასევე ადგილზე შეკრებილია მრევლი.

პროცესიას წინ მიუძღვებიან სტიქაროსნები, რომელთაც ხელში ჯვრები და დროშები უჭირავთ. ადგილზე არიან, ასევე, სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები, მონაზვნები და ჩოხოსნები.

ამ წუთებში საპატრიარქოდან სამების საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა მიმდინარეობს. უწმინდესის ცხედარს სწორედ სამებაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

პატრიარქის გამოსვენებამდე საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

ასევე, გაიმართა სასულიერო პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისიის სხდომა, სადაც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს – პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ შევხედავთ, რა ხდება სომხეთში, ნახავთ, რომ ფუნქცია, რაც საქართველოს ჰქონდა, ყოფილიყო რეგიონის ლიდერი, აღარ არსებობს – ივანიშვილის დანაშაულის და „ანტი ქართული ოცნების“ გამო კარგავს საქართველო ამ ფუნქციას

ჟან-ნოელ ბარო – პუტინის არმიამ აპრილში უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, რაც ბოლო 3 წელში პირველად მოხდა – დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და აგრესიული ომი დაასრულოს