არქივი18 მარტი 2026, 12:04
ზაკ მირიანაშვილი: უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს... ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს. ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ

ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი:
ალბათ ერთი 20 წლის წინანდელი ვიდეოა ქალი რომ ხვდება სოფელში და უწმინდესი ჯვარს სჩუქნის... - ეს ქალი გაჭირვებას უმალავს კათოლიკოსს, უმალავს კი არა, არ უნდა დაამძიმოს მისი სიღარიბით... არა, არ გვიჭირს ძალიანო. ახლა მარტოობაზე მიდგება ჯერი და არაო... უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს... ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს.
ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ. ვერც ერთი რეჟისორი და ვერც ერთი ავტორი ვერ დადგამდა ამ სცენას. ასე ბუნებრივად უნდა ეთქვა - ჩიტებს?! ესმის ჩიტებს და გაეღიმა... მინდა ეს სულ მახსოვდეს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.