სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ვწუხდი,
ძალიან ვწუხდი იმაზე, რომ პატრიარქს აწუხებდნენ.
ვერ საუბრობდა
და ეპისტოლეებს აწერინებდნენ,
პატრიარქისააო მიაწერდნენ ხოლმე თან.
უკაცრავად მაგრამ,
სულ მეფიქრებოდა,
მეთქი პატრიარქი მყარად ვეღარაა
და
სვავები, სვავები, სვავები..
ხან
ისე მძიმედ იყო და მაინც ალაპარაკებდნენ,
ისე ვწუხდი, რომ მიფიქრია კიდეც,
მივცეთ ამ ადამიანს მოსვენება,
დაე სხვამ გადაიბაროს პატრიარქობა,
ნუთუ არ იმსახურებს სიბერეში მაინც მოსვენებას?!
არ ვიცი რა და როგორ იყო,
მაგრამ მეფიქრებოდა რომ ვიღაცები იყენებდნენ,
იცოდნენ, რომ ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ბოლომდე ცდილობდნენ მის გამოყენებას..
სვავები..
როგორ მძიმედ იყო,
ეპისტოლეც კი ვერ წაიკითხა
და ჯერ დაუმონტაჟეს,
აი როგორ არ წაიკითხა კაცოო,
მერე არაო, უიო მონტაჟი ყოფილა კაცოო და აიღეს ვიდეო.
სვავები.. სვავები…
ჰო, ისე მძიმედ იყო,
ვეღარც კი საუბრობდა და
ხან რომელი გადაყენებული ძალოვანი მინისტრი მიუყვანეს და იპოზიორეს და ხან რომელი,
ოღონდაც ერთი ფოტო გადაეღოთ.
და კი, ასეთ დროსაც ვფიქრობდი,
რომ იყვნენ
სვავები.. სვავები…
პატრიარქის სახელს იყენებდნენ,
პატრიარქის ძალაუფლებას
სვავებივით ედგნენ სადარაჯოზე
და ახლაც,
როგორც კი გაიგეს მძიმედ იყო,
საავადმყოფოში რომ ვხედავდი
ყველა პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი რომ მივიდა,
უმეტესობა მაინც, ფარისევლად მიმაჩნდა…
და გიყენებენ პატრიარქო მეთქი
სულ ყურებში ეს სიტყვები მიწუოდა..
სვავები, სვავები, სვავები..
არ ვიცი როგორ ავხსნა, თუმცა შევეცდები:
გალაკტიონ ტაბიძე ისე მიყვარს,
ვერასოდეს შევძლებ მის პოეზიამდე ვინმე ავიყვანო,
მისი პოეზია ჰო მიყვარს
და თავად გალაკტიონი მიყვარს,
როგორც ადამიანი,
როგორც ჩაგრული,
როგორც პოეტი,
მეფე ♡
და გალაკტიონი საქართველოში უყვარს
ყველას,
იმათაც კი, ვისაც მისი ერთი ლექსიც არ აქვს წაკითხული
და რადგან ბევრს უყვარს და ბევრი ლაპარაკობს,
თითქოს ჩემ წილ ბედნიერებას
მართმევენ და მე იშვიათად თუ ვლაპარაკობ გალაკტიონის მიმართ ჩემს სიყვარულზე
და პირიქითაც ვიქცევი,
როცა გალაკტიონზე საუბრობენ,
იშვიათად თუ ვამბობ, რომ მეც მიყვარს
კი არადა მის პოეზიასაც კი რომ ვიცნობ, იმასაც კი არ ვამბობ. ასე ჯიუტად..
და პატრიარქზე იმდენი საუბრობს და ისეთები საუბრობენ,
რომ ერთადერთი სიტყვა,
რაც მახსენდება,
სვავები.. სვავები… სვავები…
გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა,
17 მარტი იყო და წესი არ აუგეს..
პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი,
კაცს, რომელმაც თავი მოიკლა,
პატრიარქმა წესი აუგო.
17 მარტს თავმოკლულ ჩემს სულიერ მეგობარს,
პატრიარქმა წესი აუგო
და თავადაც
17 მარტს მიიცვალა,
რანაირი ამბავია არა?!
ხშირად მითქვამს,
ქართული ოცნება,
ცდილობს რელიგიაც კი წაგვართვას მათ,
ვინც ქოცობას ვაკრიტიკებთ მეთქი..
მე კი უბრალოდ ვარ მართლმადიდებელი
ათადან და ბაბადან,
ჩემი წინაპრები,
წმინდა გიორგში,
გიორგობას, გაქანებული კომუნიზმის დროსაც კი აღნიშნავდნენ.
ვხედავ კარგსაც და ცუდსაც საპატრიარქოში
და ვიცი, რომ საპატრიარქოს აღარასოდეს ექნება ის ძალაუფლება და ნდობა,
რომელიც ჰქონდა ილია II-ს დროს
და ეს რომ ცუდია, ისიც ვიცი,
იმიტომ, რომ ერს სჭირდება რწმენა.
მე მართლმადიდებელი ვარ,
დღეს ჩვენ პატრიარქი დავკარგეთ.
ხორციელმა ჩვენ დავკარგეთ,
თორე მართლმადიდებლობა ხომ სწორედაც რომ ისაა,
პატრიარქის სასუფეველში გადასვლა რომ უნდა გვიხაროდეს
მაგრამ ეგოისტურად ჩვენ გამო ვტირით,
მას რომ ვეღარ ვნახავთ..
მე მართლმადიდებელი ვარ,
მიყვარს ჩემი ქვეყნის ისტორია,
რომელიც სრულადაა გადაჯაჭვული მართლმადიდებლობასთან,
პატრიარქმა ეკლესიები აღადგინა,
ბოსლებად რომ გადაგვიქციეს რუსებმა ის ეკლესიები..
კომუნისტობაგამოვლილ ხალხს, რწმენა დაუბრუნა და
ბოლოს,
პატრიარქი ყოველთვის ფიქრობდა,
რომ აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებოდით და ასეც იქნება ♡
და მერიდება მეც რომ პატრიარქზე ვწერ,
უბრალოდ გალაკტიონზე ისე მინდოდა დამეწერა,
ისე მინდოდა
და გამომრჩა და უცებ გამახსენდა,
რომ წესი პატრიარქმა აუგო,
მადლიერი მე
და მადლობელი ყველაფრისთვის ♡
გისამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.




