გიდონ საარი: დამამწუხრებელია ცნობა დიდი ლიდერის, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობრის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ

„დამამწუხრებელია ცნობა დიდი ლიდერის, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობრის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ” – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდონ საარი X-ზე და ილია მეორესთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს
🔻 ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ისრაელის საელჩომაც: „ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას. ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“ – ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი