საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.

მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება