ლაშა მარგიანი: ის იყო ალბათ უკანასკნელი ადამიანი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ვისაც ამხელა ავტორიტეტი ჰქონდა. არამგონია მომავალში ამ მასშტაბის ავტორიტეტზე გავიდეს ვინმე

პოეტი ლაშა მარგიანი:
რამდენი პოსტი შემხვდა, რამდენი აზრი და პიზიცია ილია მეორესთან დაკავშირებით.
რაც ფაქტია, არის ის, რომ ის იყო ალბათ უკანასკნელი ადამიანი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ვისაც ამხელა ავტორიტეტი ჰქონდა.
არამგონია მომავალში ამ მასშტაბის ავტორიტეტზე გავიდეს ვინმე, წარსულშიც ერთი-ორი ადამიანი თუ მოიძებნება ასეთი.
ბევრი რამის თქმა და დაწერა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ იმას დავწერ აქ და ახლა, რომ ვუსამძიმრებ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა მის გარდაცვალებას.
ჩემი სამძიმარი არ ეხება ბრმად მორწმუნე მრევლს, ვინც ადამიანებს აკერპებს, მე მხოლოდ მათ ვუსამძიმრებ, ვინც სულიერი მამა დაკარგა მისი სახით და არა კერპი.
დიდი ეპოქა დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას