: 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა ის, ვისი სიტყვაც საქართველოში ყველაზე დიდი წონისა იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა
ის, ვისი სიტყვაც საქართველოში ყველაზე დიდი წონისა იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში
ის, ვინც რელიგიური მოღვაწე იყო, მაგრამ უყვარდა არა მხოლოდ მის მრევლს, არამედ სხვა რწმენის ქართველებსაც, აგნოსტიკოსებსაც და ათეისტებსაც
ის, ვინც სულიერი ლიდერიც იყო და მრავალმხრივ ნიჭიერი კაციც, შემოქმედი, კულტურტრეგერი
ის, ვინც იყო უწმინდესი და უნეტარესიც, და ასევე ძალიან საინტერესო და მრავლისმნახველი ადამიანი და მოღვაწე ამა ქვეყნისა, უმდიდრესი გამოცდილებით და ანალიზისა და თხრობის გასაოცარი უნარით
ის, ვისი აფხაზეთში მოღვაწეობა, ჯერ კიდევ 50 წლის წინ, ქრისტიანულ მსახურებასთან ერთად, დიდ პატრიოტულ მისიას მოიცავდა. და ვისაც მეხსიერებიდან არასდროს წაუშლია სოხუმის ნინოშვილის ქუჩა, სადაც ცხოვრობდა, და არასდროს განელებია იქ დაბრუნების იმედი
გაანათლოს მისი სული უფალმა. ღმერთმა დაიცვას მისი სამშობლო და მისი ხალხი.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი