: წამება სიტყვა არის ტყუილი. წამება არის ის რასაც თქვენ აკეთებდით 2012 წლამდე ციხეებში და ციხეებს გარეთ, თქვენი პარტია მაგას აკეთებდა ზუსტად

“კონკრეტული ფოტოები მეც მაქვს ნანახი და ეს ფოტოები რა თქმა უნდა არის დასტური იმისა, რომ ის ინცინდენტები მოხდა, რაზეც საუბრობთ და ძალიან მძიმეა… წამება სიტყვა არის ტყუილი. წამება არის ის რასაც თქვენ აკეთებდით 2012 წლამდე ციხეებში და ციხეებს გარეთ, თქვენი პარტია მაგას აკეთებდა ზუსტად. ეს იყო წამება. თქვენ რაზეც საუბრობთ ამას შესაძლოა მიეცეს არაჰუმანური მოპყრობის კვალიფიკაცია, შესაძლოა მიეცეს დანაშაულის კვალიფიკაცია, გადაცდომის კვალიფიკაცია, სხვადასხვა კვალიფიკაცია, მაგრამ წამება არის ტყუილი. რაც შეეხება არაჰუმანურ მოპყრობას, არა მარტო დავგმეთ, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგით, რომ ასეთი რამ საქართველოში არასდროს მოხდეს. გამოძიებას მიმართეთ რატომ ვერ მოხერხდა კონკრეტულ ქმედებებში ჩართული პირების იდენტიფიცირება. პოლიტიკური დაკვეთა რა შუაშია? ჩვენთან მოქმედებს მაღალი სტანდარტი, დაახლოებით 500 კაცი ძალადობდა უხეში უმძიმესი ფორმით ამ მიტინგებზე და მათგან მხოლოდ 30 არის დაკავებული. თქვენ ამოიღეთ სადაც არის ნომრით იდენტიფიცირებადი პირი და მიმართეთ გამოძიებას” | თქვა ირაკლი კობახიძემ ბირიფინგზე.