: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

რუსეთის მხარდამჭერი “იმედი” 23 წლის გამხდარა. ტელეკომპანიამ დადო მისალოცი ბარათი, რომელიც მხოლოდ 95 ადამიანმა მოიწონა. რატომ? იმიტომ, რომ რუსული პროპაგანდის მანქანაა. ზოგს მეორადი სანქციებისაც ეშინია.
ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?
როგორ ეწევა დეზინფორმაციას “იმედი”. ერთი მაგალითი ავიღოთ, აქციების გაშუქება. მოვიდა ვთქვათ 10 ათასი კაცი. გადაიღებს “იმედი” აქციის დაწყებამდე ნახევრადცარიელ სივრცეს და აჩვენებს, რომ მხოლოდ ხუთასამდე კაცია მოსული, ბოლოში კვლავ გადაიღებს იმ დროს, როცა აქცია უკვე დაშლილია და ხალხი კანტიკუნტად ჩანს. დრონის ცაში ერთ კილომეტრზე აწევის ვირეშმაკობის შესახებ ყველას გვსმენია, შორიდან რომ ცოტა ხალხი გამოჩნდეს.
ახლა მივუბრუნდეთ ჩემს მიერ ატვირთულ ფოტოს: თუ დააკვირდებით, მანდ პატარა ასოებით აწერია 36 წუთი. ეს არის მისალოცი ბარათის ატვირთვის დრო. 95 ადამიანმა ამ დროის განმავლობაში მოიწონა. ახლა უკვე სამი ათასზე მეტი ქოცი და ტროლი “ულაიკებს”. როგორც მე მოვიტყუე თავდაპირველად, ასე იტყუება “იმედი”. შემეძლო არ გამემხილა და თავად მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავს დეზინფორმაცია “იმედის” სტილში.
სანქციების პირველ წლისთავს ვულოცავ!😁
Screenshot

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა