„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თენგო თევზაძე:
ეუთოს (მოსკოვის მექანიზმი) დასკვნის გასაჯაროება დაემთხვა ჩემს ტვ. პირველში დიანა ტრაპაიძესთან სტუმრობას, გზაში რისი გადაკითხვაც მოვასწარი და წავიკითხე რეკომენდაციები (ეს რეზოლუციების მსგავსი რეკომენდაციები არ არის – გამოძიების შედეგია, საბრალდებო დასკვნაა). იქ ვთქვი რომ იმედია ივანიშვილს მისთვის კეთილისმსურველი ხალხი წაუკითხავს და არა შარმანაშვილი, მაყაშვილი და პაპუაშვილი მეთქი.
მეორე დღეს ოცნების ეს ’’ჰუმანოიდი რობოტები’’ დაეწყვნენ და ეუთოს დასკვნის საპასუხოდ ოპოზიციას ავკრძალავთო. მივხდი რომ ეს “ჰუმანოიდი რობოტები” იმაზე სულელები არიან ვიდრე წარმოგვიდგენია. ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, ჩვენზე მუქარები, დახვედრები, სპეცრაზმის შეთრევები და ფიზიკურად გასწორება, დაჭერა და საერთოდ მკვლელობის მუქარა მხოლოდ დაამძიმებს მათ მდგომარეობას. ოპოზიციის აკრძალვა რომ გადარჩენა იყოს – მსოფლიოში ოპოზიცია არ იარსებებდა.
დღეს როგორც ჩანს ოდნავ გონს მოეგენ, ვიღაც ჭკვიანსაც წააკითხეს ეს დასკვნა და პაპუაშვილის და მახაშვილის სიბრძნით არ არიან მხოლოდ აღჭურვილები, იხილეთ კობახიძის განცხადება.
ან ის როგორ გაბედეთ მხოლოდ 21 – ქვეყანამ მოითხოვა მოსკოვის მექანიზმის ამუშავებაო – ქართველი ხალხი რომ არაფრად მიგაჩნიათ გასაგებია (მითუმეტეს თქვენი ამომრჩეველი) ეს ინფორმაცია ხომ მუშავდება, ამ ინფორმაციას რომ მედია ავრცელებს ყველამ ხომ იცის რომ ის მედია ცრუ, დეზინფორმატორი და პროპაგანდისტია.
P.s აქვე ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ.
P.p.s შარლ-მიშელი 2 არ იქნება – არც ოპოზიციურ მედიებში მობოდიალე ’’ექსპერტებს’’ მოუსმენს ვინმე – წამება და ადამიანების განადგურება არავის შერჩება.




