ლევან ყურაშვილი: როგორც ჩანს, გუშინ კიდევ ერთხელ გადაიკითხეს ქოცებმა დასკვნა და მიხვდნენ, მთლად ჩალის ფასი რომ არ აქვს. რა ვქნათ, რა ვქნათო და დღეს კობახიძემ თქვა…

ბლოგერი ლევან ყურაშვილი:
როგორც ჩანს, გუშინ კიდევ ერთხელ გადაიკითხეს ქოცებმა დასკვნა და მიხვდნენ, მთლად ჩალის ფასი რომ არ აქვს.
რა ვქნათ, რა ვქნათო და დღეს კობახიძემ თქვა, ფაქტიურად ყველაფერი ტყუილია, მაგრამ ხალხს რომ ვცემეთ, მანდ პრობლემები იყო და მაგას გამოვასწორებთო.
იმ ხალხს არ დავსჯით, მაგრამ მეტს აღარ ვიზამთ, დედას ვფიცავარო. ამაზე რეკომენდაციებს გავითვალისწინებთო.
მოკლედ, ჯიგრებმა ისევ ნაცადი ხიტრა@ოპობა მოფიქრეს – მოდი, ფორმალური პროცესი დავიწყოთ, იქნება ეგრევე არ გვაჯახონ ჰააგები და ამბებიო.
ოღონდ, ერთი ეგაა, როგორც ეუთოზე მიწერილმა პასუხებმა გიშველათ, ისე გიშველით ეგ ფორმალური პროცესი.
ჩაიარა მაგ მატარებელმა წლების წინ, როცა სასამართლო “რეფორმის” ტალღებს ატარებდით.
ახლა ან რეალურად იმას გააკეთებთ, რაც დასკვნაში წერია და ძალაუფლებას კი დაკარგავთ, მაგრამ თავს გადაირჩენთ ან არადა, რაც იმ დასკვნაში რეკომენდაციებია, ყველაფერს აგისრულებენ.
მაგას კი უნდა მიმხვდარიყავით, დასავლეთს თქვენთვის ჭკუის სასწავლებელი გეგმა უკვე სისტემატიზებული რომ აქვს.
თუ ჯერ კიდევ ვერ, ძალიან მალე მიგახვედრებენ.
თავის გადარჩენა თუ გინდათ, ერთი რჩევა: ბელარუსს, ვენესუელასა და კუბას მიბაძეთ – პატიმრების გამოშვებით დაიწყეთ.
ეგ მინიმალური აუცილებელი წინაპირობაა ოღონდ. დანარჩენს გზადაგზა დაგაწევენ.