“მედიებს გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ მეწყერს კურსებში. გუშინ რაც გამოცხადდა დილიდან, დანგრეული 5 სახლია. სინამდვილეში, ეგ 5 სახლი მაშინვე გაქრა… მიწა არ ჩერდება”

“მედიებს გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ მეწყერს კურსებში. გუშინ რაც გამოცხადდა დილიდან, დანგრეული 5 სახლია. სინამდვილეში, ეგ 5 სახლი მაშინვე გაქრა, აღარ არსებობს. დანარჩენი სახლები გუშინ განაგრძობდა ნგრევას მთელი დღე (მაგ ხმამ არ დამაძინა, ისე ჩამყვა ფიქრში).
ძალიან ყოჩაღად დაორგანიზდა ხალხის გამოყვანა სოფლიდან. იმან გადაგვარჩინა, რომ მეწყერი უცებ არ მოწყდა და ნელ-ნელა წამოვიდა, შესაბამისად მსხვერპლი არ ყოფილა. სასტუმროებშია დანაწილებული 45 ოჯახი. ჯერჯერობით, გულწრფელად, ყურადღებას გვაქცევენ.
მიწა არ ჩერდება, მოდის და მოდის და მოაქვს ეზოები. სამანქანო გზის ნაწილი აყრილია, ჯოჯოხეთი ხდება.
ძალიან დიდ უბანზეა საუბარი და მთავარი იწყება აწი: ამ ხალხმა სად უნდა იცხოვროს, როდემდე იქნებიან სასტუმროებში და ზარალის ანაზღაურება მოხდება თუ არა.
პ.ს. ასაკოვანი ადამიანები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან ბევრნი” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე მარიამ ბეროძე სოფელ კურსებში განვითარებულ მოვლენებზე
🔴 გუშინ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერმა 10 სახლი დააზიანა. ევაკუირებულია 40-მდე ოჯახი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა