მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?

ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს, არ მადარდებს თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს ამას, დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? რა უშლის მათ ხელს? – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

“პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას, დაკავება და დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიული ვარდნის კიდევ ერთი ნაბიჯია. ელენე მმართველი პარტიის წინააღმდეგ პროტესტის მესიჯების დაწერისთვის დააკავეს და ახლა ციხეში წლების გატარების წინაშეა, თუ გაამტყუნებენ. ის ერთ-ერთია მრავალ ადამიანთაგან, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ნაწილია”, – აღნიშნა მან.

ევროპარლამენტარი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში ბოლოს მიღებულ კანონებსაც და განაცხადა, რომ ის “საბაზისო აქტივიზმსა და სამოქალაქო საზოგადოებას კრძალავს””ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან. და არ მადარდებს თუ ორი წევრი ქვეყანა ბლოკავს საბჭოში. დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? არ შეუძლიათ მათ სანქციების შემოღება? რა უშლის მათ ხელს?

წინააღმდეგ შემთხვევაში სიჩუმე და უმოქმედობა მხოლოდ აძლიერებს ანტი-დემოკრატიულ ძალებს და სახიფათო სიგნალს აგზავნის, რომ ყოფილ კანდიდატ ქვეყანაში მოქალაქეების რეპრესირება პასუხის გარეშე შეიძლება,” – განაცხადა გრეგოროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება…