მარიზი : განიხილა ჩემი ჩაცმულობა ამ კაცუნამ… შე საცოდავო უცნობო, სახლში შეაფასე ქალები და მე შეიძლება რჩევა მომცეს ჩემმა შვილმა

“განიხილა ჩემი ჩაცმულობა ამ კაცუნამ… შე საცოდავო უცნობო, სახლში შეაფასე ქალები და მე შეიძლება რჩევა მომცეს ჩემმა შვილმა, რა ჩავიცვა და რა დავიხურო. […] დღეს ყველაზე ძალიან ვიხალისე. […] მე კარგად მახსოვს უცნობი, ის ყველას ვაზელინი იყო, შევარდნაძის, ჯაბა იოსელიანის, სააკაშვილის, ოცნების… ყველასი… და განიხილავს, რომ თურმე პატიმრის დედა დღითიდღე ლამაზდება. ვაი, შენს პატრონს, შე დაუბანელო, შე საცოდავო. […] გმადლობ, ბატონო, გმადლობ. ამაზე კარგი კომპლიმენტი რა უნდა მიმეღო, დღეს მთელი დღეა, კარგ ხასიათზე ვარ. […] თურმე რადგანაც 10 და 20 წელი აქვს პატიმარს, მისმა დედამ არ უნდა გაიცინოს, არ უნდა ჩაიცვას – იმათი დედა კიდეც გაიცინებს, კიდეც გაიპრანჭება, კიდეც ჩაიცვამს, რომ თავიანთ შვილებს დახვდნენ მხნედ და დედაშენი მართლა ვერ გაიცინებს შენი შემხედვარე. […] ჩემი თორნიკე ჩემთვის გმირია, ის ჩემი სიამაყეა” | ამბობს პროდასავლურ აქციებზე დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი Facebook-ლაივში და ოცნების პრიოპაგანდისტ უცნობს პასუხობს, რომელმაც თქვა: “ეს პატიმრის დედა ქალი ნელ-ნელა რომ ლამაზდება და მშვენიერდება – როგორ მოუხდა პატიმრის დედობა, მოკლედ. მარიზი ახალ “შმოტკაში” – როგორი გალამაზებული პატიმრის დედაა. ძალიან მაგარია რა… შვილი მე გაგახსენო?! შენი შვილი არის ციხეში, რასაც აპროტესტებ – ცოტა მოწყენილი მაინც დაგვენახე, ისე რომ განიცდი ამ ყველაფერს, თავით რომ გადაეშვი პოლიტიკურ ამბებში და მჭევრმეტყველურ განცხადებებს აკეთებ რა”

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?