დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო

ჟურნალისტი დავით ნიკურაძე:
ქოცები რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე იტყუებიან. 😁🤦🏻‍♂️
დღეს, დასანქცირებული “იმედის” პირით, ზეიმით გვამცნეს, ევროკავშირმა ყულევის პორტს სანქციები არ დაუწესა, რადგან მტკიცებულებები არ ჰქონდაო.
ეს ამბავი აღმოჩნდა მოკლეფეხებიანი ტყუილი და რეალურად, ამბავი ყოფილა შემდეგში: საქართველოს ბრიუსელის წინაშე ვალდებულებები (!!!) აუღია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროპულ სანქციებს გარკვეულწილად მიუერთდებოდა. ანუ საქართველოს პორტებში რუსულ გემებს არ შეასუნინებდა და არ მოემსახურებოდა. თბილისთან ერთად, ვალდებულებების შესრულების პირობა დადო აზერბაიჯანმაც.
ციტატა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის წერილიდან, რომელიც მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა და ჩვენი მინისტრი, როგორც დამჯერე, შეაქო:
“პირვანდელ პოზიციას გადავხედეთ იმ პოზიტიური ვალდებულებების შემდეგ, რომლებიც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი გემების მის პორტებში შესვლას ან მათთვის მომსახურების გაწევას, ასევე SOCAR-ის ვალდებულებას, რომ ის თავის საქმიანობას განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის რუსეთის ნედლ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის პატივისცემით და ევროკავშირის იმპორტის აკრძალვების დაცვით, რუსული ნედლი ნავთობისა და მისგან წარმოებული გადამუშავებული პროდუქტების მიმართ. ამ ვალდებულებების აღება გადამწყვეტი იყო, ჩვენი მხრიდან სიტუაციის გადასახედად და საბოლოოდ გამოიწვია ყულევის პორტის არშეყვანა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში.”
ჭირი იქა
ლხინი აქა
არა, ქოცებს კი ტყუილები სისხლში გაუჯდათ და სიცრუის გარეშე ერთი დღეც ვეღარ ძლებენ, თუმცა რაც მოხდა, მხოლოდ მისასალმებელი კი არა, ისტორიული ფაქტია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენი პორტებიდან სანქცირებულ რუსულ ფლოტს ფეხი ამოეკვეთა. ანუ რუსეთის წინააღმდეგ სანქცია ჩვენც დავაწესეთ ხააააალხოოოოოოოოო (ბესელიას ხმით).
პს
და ამ ყველაფრის შემდეგ, თუ იცით, პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო. 😁🤦🏻‍♂️

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს