დავით ზურაბიშვილი:
გლეხი კაცისთვის გასაგებ ენაზე განვმარტავ.
ევროკავშირმა ყულევის ტერმინალი სანქცირებულთა სიიდან ამოიღო, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ იკისრა წერილობითი ვალდებულება, რომ დღეის ამას იქით არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობას.
ანუ მეტს აღარ ვიზამთ და ამ ერთხელ გვაპატიეთო. იმათაც აპატიეს.
ამის პარალელურად კი ქართულმა ოცნებამ ატეხა ჟივილ-ხივილი, გაირკვა, რომ არაფერი დარღვევა არ გვქონდა, ცილს გვწამებდა დიფსთეითი და იმიტომაც ამოგვიღეს სიიდანო.
გასაგებია, რომ ხელისუფლების მომხრეთა თვითდარწმუნება ბიძინას უცთომელობაში ისეთ სიმაღლეებზეა უკვე გასული, რომ ყველაფერს ირწმუნებენ, მაგრამ სანქციების სიიდან ვინც ამოიღო, ის ევროკავშირიც რომ დიფსთეითია და სანქციების სიაში ვინც თავიდან შეატანინა, ისიც, ეგ ამბავი როგორაა? ორი დიფსთეითი გვყავს ცისქვეშეთში?




