„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ქვეყნებს, რომლებიც -ისა და ისრაელის ელჩებს გააძევებენ, ჰორმუზის სრუტით თავისუფლად სარგებლობის საშუალება ექნებათ

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ნებისმიერ არაბულ ან ევროპულ ქვეყანას, რომელიც ისრაელისა და -ის ელჩებს თავისი ტერიტორიიდან გააძევებს, ჰორმუზის სრუტეში შეუზღუდავი გავლის უფლება მიეცემა.

მათი განცხადებით, ამ ქვეყნებს „სრული უფლება და თავისუფლება“ ექნებათ ჰორმუზის სრუტე ტრანზიტის განხორციელებისთვის გამოიყენონ, თუ ისინი დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტენ როგორც ისრაელთან, ასევე შეერთებულ შტატებთან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ აშშ ირანს „ოცჯერ უფრო ძლიერად“ დაარტყამს, თუ ის ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება.

„თუ ირანი ისეთ რამეს გააკეთებს, რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადს შეაჩერებს, ამერიკის შეერთებული შტატები მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.