“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა:
შსს-ს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრი, სასამართლოში მიჩივის და ჩემგან 50 000 ლარის გადახდას ითხოვს.
საჩივარი ეხება მედიაში გახმაურებულ კორუფციულ ფაქტებს:
სავარაუდო მფარველობასა და უსაფრთხოების გარანტიებს ე.წ. ქოლცენტრებისთვის, ასევე, მიღებული სარგებლის ბიზნესში ინვესტირებას.
მე და ჩემი მეგობრები წლებია ვითხოვთ გამოძიებას, მათ შორის, ალექსანდრე ჭიკაიძის შესაძლო ფინანსურ კავშირზე ავიაკომპანია „GeoSky“-სთან, რომელიც კახელ ბიზნესმენს ეკუთვნის და ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვასთანაა დაკავშირებული.
სამწუხარო ის არის, რომ ამ კორუფციული ამბის გაშუქების გამო, ჩემთან ერთად, ტელეკომპანია ფორმულასა და გადაცემა დროების წამყვანებსაც უჩივის ის კაცი, რომელიც შს მინისტრობისას თალიბანს პიროვნებისგან ვერ არჩევდა, მინისტრობის შემდეგ კი ოლიგარქივით გამდიდრდა.
ახალი ამბავი არ არის, რომ სასამართლო კრიტიკული ხმის ჩახშობის იარაღად იქცა და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ ადამიანს, კორუფციული სისტემის ავტორს, ბიძინა ივანიშვილს აწყობს, რომელიც ამ სისტემას წლებია საქართველოში აშენებს.




