: საერთოდ არ მაინტერესებს რას იტყვის ირაკლი და ვის და როგორ აკრძალავს. მას მოუწევს რეალობის აღიარება თუ უნდა, რომ …

“საერთოდ არ მაინტერესებს რას იტყვის ირაკლი და ვის და როგორ აკრძალავს. მას მოუწევს რეალობის აღიარება თუ უნდა, რომ ამ ქვეყანაში გააგრძელოს ცხოვრება ხელისუფლების მიღმა, ამაში ტრაგედია არ არის, მას ვარწმუნებ და თუ უნდა რომ იყოს ნაწილი ამ საზოგადოების. იმიტომ, რომ ქვეყნის დაღუპვას მას არავინ არ აპატიებს და რასაც ის აკეთებს, მათ შორის, ამ ტიპის განცხადებებით, თან ბექგრაუნდზე რომ ეუთოს ვიზიტია, ეს არის ქვეყნის დაღუპვა” – ამბობს ტვ პირველის ეთერში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი .
🔴 კობახიძემ დღეს ასაკრძალი პარტიების სიის გაფართოება დააანონსა და თქვა, რომ ოცნების საკონსტიტუციო სარჩელი დაკორექტირდება.
💬 “ერთადერთი რასაც გამოიწვევს ეს ჩვენთვის, მოგვიწევს ალბათ იმ სარჩელის კორექტირება რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. შესაძლოა დაემატოს [პარტიები რომლის აკრძალვასაც ითხოვენ] გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში. შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში. ამაზე ბუნებრივია ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას ” | თქვა კობახიძემ ოპოზიციის ალიანსზე.