„გრძელდება ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაპატიმრების ფარსი” – „წიგნების თარო” საბა გელაშვილს სოლიდარობას უცხადებს.
„სამწუხაროდ, სისტემის მორიგი მსხვერპლი “წიგნების თაროს” ჩემპიონი, საბა გელაშვილი გახდა, რომელიც ჩვენთვის ცოდნისა და პატიოსნების მაგალითია. სოლიდარობა საბას და უსამართლოდ დაკავებულ ყველა ახალგაზრდას!” – ნათქვამია განცხადებაში.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საბა გელაშვილს დღეს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 დეკემბერს ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების შეფერხებას ედავებოდა.




