ალექს ჩიღვინაძე: შენს ქალაქში, ოჯახთან ერთად ბრუნდები სახლში. არასოდეს ჩაგიდენია დანაშაული, არც აპირებ. უბრალოდ ამბობ, რასაც ფიქრობ. მშვიდად, ჯიუტად აფიქსირებ შენს აზრს და ამის გამო, გხვდებიან და გაპატიმრებენ

ალექს ჩიღვინაძე, მწერალი:

შენს ქვეყანაში, შენს ქალაქში, ოჯახთან ერთად ბრუნდები სახლში. არასოდეს ჩაგიდენია დანაშაული, არც აპირებ. უბრალოდ ამბობ, რასაც ფიქრობ. მშვიდად, ჯიუტად აფიქსირებ შენს აზრს და ამის გამო, გხვდებიან და გაპატიმრებენ. შვილის თვალწინ გიგონებენ დანაშაულს, იმ დროს როცა პრემიერ მინისტრი გვყავდა და იპარავდა, თავდაცვის მინისტრი გყავდა და იპარავდა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვისაც უნდა ეზრუნა ბაღის ბავშვებს უჭამდა გუფთას, გენ. პროკურორი ‘ვაფშე’ შეკვეთილი მკვლელობისთვის იძებნება და ამ თაღლითების შექმნილი სისტემა, ამ თაღლითების მართული და დაკომპლექტებული სისტემა, აჩერებს ამ ქვეყნის მოქალაქეს, პატიოსანს, სუფთა წარსულის და კიდევ უფრო სუფთა მომავლის მოსურნეს, აშინებს და უსტრესავს მცირეწლოვან შვილებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანი გვახსენებს იმას, რასაც სკოლაში უნდა ვსწავლობდეთ: რომ თუ ძვირფასია რასაც კარგავ, არ უნდა შეეგუო და იმოქმედო.