პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან მომხდარი ფაქტის გამო ორ პირს ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი წარუდგინა.
იმავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი. უცნობმა პირმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.




