დიდძალი ქონება, მკურნალობა ლონდონში და რეჟიმის მართვის ნაკლები გამოცდილება – რა არის ცნობილი ლიკვიდირებული ალი ხამენეის სავარაუდო მემკვიდრე ვაჟზე?

ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სი (IRGC) აჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მო­ი­თხოვს ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის შემ­დე­გი ლი­დე­რის და­ნიშ­ვნას ალი ხა­მე­ნე­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რო­ებ­მა Iran International-სგა­ნუ­ცხა­დეს.

“მას შემ­დეგ, რაც ალი ხა­მე­ნეი -ისა და ის­რა­ე­ლის ერ­თობ­ლი­ვი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა, ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სამ­ხედ­რო სტრუქ­ტუ­რებ­ში არე­უ­ლო­ბამ და დაბ­ნე­უ­ლო­ბამ იმა­ტა. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სი (IRGC) და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს ლი­დე­რის სას­წრა­ფო წე­სით და­ნიშ­ვნას სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის გვერ­დის ავ­ლით. ვი­ნა­ი­დან სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გრძელ­დე­ბო­და, შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და ექ­სპერტთა საბ­ჭოს- უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის შერ­ჩე­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნოს სხდო­მის მოწ­ვე­ვა,“- წერს გა­მო­ცე­მა.

  • ამავდრო­უ­ლად, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­აც, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მაჰ­მუდ აჰ­მა­დი­ნეჟა­დი ცო­ცხა­ლია და უსაფრ­თხო ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნე­ის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს და­სავ­ლუ­რი მე­დი­აც. dailymail-ი მის შე­სა­ხებ პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ასა­ჯა­რო­ებს. მა­გა­ლი­თად, -ის სა­ი­დუმ­ლო დაზ­ვერ­ვის დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ირა­ნის ახა­ლი უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის პოსტზე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნეი, არა­ერ­თხელ მკურ­ნა­ლობ­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში.

“რო­გორც ამ­ბო­ბენ 56 წლის მოჯ­თა­ბა მა­მის მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, ლონ­დონ­ში, აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თვის 2008 წელს გაგ­ზავ­ნი­ლი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით “ვი­კი­ლიქ­სის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ოჯა­ხი მოჯ­თა­ბას მემ­კვიდ­რე­ე­ბის გა­ჩე­ნას სთხოვ­და. თუმ­ცა მა­მა­კაცს ამი­სათ­ვის მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და.

აშშ-ის დაზ­ვერ­ვის ცნო­ბით, მოჯ­თა­ბა ლონ­დონ­ში, კრომ­ვე­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და.

 

ბრი­ტა­ნე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 4 ვი­ზი­ტის შემ­დეგ, სა­ბო­ლო­ოდ მას ვაჟი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ბა­ბუ­ის, მა­შინ­დე­ლი უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის, სა­ხე­ლი – ალი და­არ­ქვეს. აშშ-ის დაზ­ვერ­ვის თა­ნახ­მად, ის შე­და­რე­ბით გვი­ან, 2004 წელს და­ქორ­წინ­და.

დაზ­ვერ­ვა­ში ასე­ვე დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი, თუ რო­გორ “მუ­შა­ობ­და მოჯ­თა­ბა უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის ოფის­ში მა­მა­მი­სის ჩრდილ­ქვეშ“. რე­ჟიმ­ში ის “ფარ­თოდ აღიქ­მე­ბო­და, რო­გორც ქმე­დი­თი და ძლი­ე­რი ლი­დე­რი და მე­ნე­ჯე­რი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა ოდეს­მე მა­ინც და­ი­კა­ვოს ეროვ­ნუ­ლი ლი­დე­რის ად­გი­ლი.“

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის “და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის (IRGC) ლი­დე­რებ­თან.“

  • New York Times-ის ცნო­ბით, 86 წლის ალი ხა­მე­ნე­იმ სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე სა­ი­დუმ­ლოდ და­ა­სა­ხე­ლა სამი კან­დი­და­ტი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა ირა­ნის მო­მა­ვა­ლი სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რე­ბი გამ­ხდა­რიყ­ვნენ და მათ­გან მისი ვაჟი არ­ცერ­თი არ იყო.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი ხა­მე­ნე­ის სურ­ვი­ლი იყო უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის პოს­ტი და­ა­კა­ვე­ბი­ნა სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ ღო­ლამ-ჰო­სე­ინ მოჰ­სე­ნი-ეჯეს, მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს – ალი ას­გარ ჰე­ჯაზს ან ირა­ნის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის, აია­თო­ლა ხა­მე­ი­ნის შვი­ლიშ­ვილს, ჰა­სან ხა­მე­ინს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ მოჯ­თა­ბა ალი ხა­მე­ნე­ის მე­ო­რე ვა­ჟია და ჰყავს უფ­რო­სი ძმა, მოს­ტა­ფა, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია.

  • რა ქო­ნე­ბას ფლობს მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნეი?

ბოლო წლებ­ში მოჯ­თა­ბა ირან­ში ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი გახ­და. არა­ბუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თის, “ალ­ქუდს ალა­რა­ბის“ ცნო­ბით, ის შე­საძ­ლოა მი­ლი­არ­დე­რი იყოს და უზარ­მა­ზა­რი სიმ­დიდ­რე არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის, სი­რი­ის, ვე­ნე­სუ­ე­ლა­სა და აფ­რი­კის ბან­კებ­ში ჰქონ­დეს შე­ნა­ხუ­ლი. მისი ქო­ნე­ბა შე­საძ­ლოა ასე­ვე მო­ი­ცავ­დეს და­ახ­ლო­ე­ბით 300 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოქ­როს და ბრი­ლი­ანტს, შვე­ი­ცა­რი­ის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს.

იან­ვარ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით დუ­ბა­ი­ში 328 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ტა­ნა. გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, მისი სიმ­დიდ­რის დიდი ნა­წი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩი­ნეთ­სა და ინ­დო­ეთ­ში გა­ყი­დუ­ლი ნავ­თო­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბი­დან მო­დის.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას მთელ მსოფ­ლი­ო­ში აქვს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მათ შო­რის 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სახ­ლე ლონ­დონ­ში, “მი­ლი­არ­დერ­თა რი­გის“ სა­ხე­ლით ცნო­ბილ ქუ­ჩა­ზე.

ირან­ში კი ფლობს თე­ი­რა­ნის ჩრდი­ლო-ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე “აბას აბა­დის“ ელი­ტუ­რი უბ­ნის ნა­წილს და მი­წის უზარ­მა­ზარ ნაკ­ვე­თებს მე­შ­ჰე­დის მახ­ლობ­ლად.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას ასე­ვე ჰყავს კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი, სას­წრა­ფო მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვერ­ტმფრე­ნი, Mercedes-ის მან­ქა­ნე­ბის ფლო­ტი და ცხე­ნე­ბი.

  • მოჯ­თა­ბა 1969 წელს მა­შ­ჰად­ში და­ი­ბა­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხუ­რობ­და ირან-ერა­ყის ომში.

მო­ჯტა­ბა ხა­მე­ნეი თე­ი­რან­ში მდე­ბა­რე ჰეზ­ბო­ლას ოფის­ში – 2024 წლის 1 ოქ­ტომ­ბე­რი.

 

უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში თე­ო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლი­სას მას ას­წავ­ლი­და რა­დი­კა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც “ნი­ან­გის აია­თო­ლა“. აია­თო­ლა მუ­ჰა­მედ ტაკი მის­ბაჰ იაზ­დი, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა 2021 წელს, იყო ცნო­ბი­ლი მკაც­რი ხა­ზის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც მხარს უჭერ­და ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შე­მუ­შა­ვე­ბას.

2019 წელს აშშ-მ მას სან­ქცი­ე­ბი და­ა­კის­რა “უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის­თვის“, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­დროს ყო­ფი­ლა არ­ჩე­უ­ლი ან და­ნიშ­ნუ­ლი სამ­თავ­რო­ბო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მა­მის ოფის­ში მუ­შა­ო­ბის გარ­და.

წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება