სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
დღეს დედის დღეა,
საღამოს სახლში რომ მოვედი, მარინა ტერიშვილზე მინდოდა დამეწერა პოსტი,
გმირი დედის პოსტი მინდოდა დამეწერა.
რომ მოვედი,
ტვ პირველი იყო ჩართული და ნინო გვიშიანი ტიროდა,
ფიზიკურად ვეღარ დავწერე სხვა რამ..
ეს პოსტი, ნინო გვიშიანზეა,
დედაზე,
რომელიც დედის დღეს,
მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს.
დედის დღეს..
მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას…
არა დასჯას,
დამუქრებას,
გაბრაზებას,
არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..
ნინო ტიროდა,
იდგა შვილის საფლავთან,
კანკალებდა უსუსურობისგან
და სისტემას მიმართავდა,
უკიდურეს ფორმას მივმართავ
თუ არ გამოიძიებთო.
იცით რა არის უკიდურესი ფორმა?
თავს მოვიკლავო.
ამაზე უფრო უიმედო მდგომარეობა გინახავთ?
დედის დღეს,
იმდენად სასოწარკვეთილი იყოს დედა,
თავს მოვიკლავო იძახდეს,
იმიტომ, რომ სხვა პროტესტის ფორმის იმედი არ ჰქონდეს…
იმდენდ მძიმე იყო ამ ვიდეოს მოსმენა
და დედის დღეს ამ ყველაფრის ხილვა,
რომ სხვა არაფერი შემეძლო,
გარდა იმისა,
რომ ნინო გვიშიანისთვის მიმემარა:
არა!
თავის მოკვლაზე ერთი წამითაც არ იფიქროთ!
იცოდეთ, რომ ყველაზე მეტად,
თემოს ეწყინება ეგ ამბავი..
თემო სტიქაროსანი იყო და კი იცით,
როგორ გაგიბრაზდებოდათ თავის მოკვლა რომ ახსენეთ,
იმაზეც კი.
ამიტომ,
23 წლის შვილი რომ მოგიკლეს
და თუ ხელს თერჯოლის პოლიციას ადებთ,
თუ ეჭვები გაქვთ,
იბრძოლეთ ბოლომდე,
მოითხოვეთ კამერები,
თუ გაგიქრეს,
გაასაჯაროვეთ,
ღიად ისაუბრეთ,
ეს ქვეყანა არის ჩვენი!
ჩვენს ქვეყანაში,
დედები, დედის დღეს,
მოკლული შვილის გამოძიებას არ უნდა ითხოვდნენ!
თქვენს გვერდით ვართ!
***
მოკლული დედა ითხოვს საზოგადოების მხარდაჭერას და მე უკვე ვეღარ ვითვლი
მერამდენე დედაა,
რომელიც საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვს, ჩემი შვილის მკვლელობა გამომაძიებინეთ,
მხარში დამიდექითო..
თამარ ბაჩალიაშვილის დედა,
გიგა ავალიანის დედა,
ნიკო კვარაცხელიას დედა,
***
სია გრძელია..
უბრალოდ რა უტიფრობაა
ამდენი გამოუძიებელი საქმე გქონდეს,
თან სულ ახალგაზრდების,
სადაც პოლიციელები არიან გარეულები,
ამდენი მკვლელობა
და ზოგ საქმეში გენერალური პროკურორიც კი გარეული იყოს
და
შენ ისევ გირგვლიანზე ლაპარაკობდე!
რა უტიფრობაა!
გამოიძიეთ საქმეები!
დედები ითხოვენ მოკლული შვილისთვის,
სამართალის აღსრულებას!
ღმერთო,
ეს მაინც გამოიძიეთ!
ვინც არ იცით:
თემურ ხადური, 2024 წლის 28 აგვისტოს იპოვეს მდინარეში. ექსპერტიზაში წერია, რომ ახალგაზრდა კაცს, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა.
არსებობს კადრები, რომელიც ტვ პირველმა გაასაჯაროვა, სადაც ერთ-ერთი ფერმის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებია და სადაც ჩანს, რომ მიმდინარეობს საპოლიციო ავტომობილით დევნა. სავარაუდოდ თემოზე.
ეგ ზუსტად ვეღარ გავიგე, თემო გარკვევით ჩანს თუ არა ვიდეოში.




