“ირანთან ომის თავიდან აცილების ბოლო შანსი ჟენევაში ამოიწურა, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უყვირა”

“ირანთან ომის თავიდან აცილების ბოლო შანსი ჟენევაში ამოიწურა, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უყვირა” | ამის შესახებ NBC NEWS -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს
🔻 სტატიის თანახმად, როდესაც -ის დელეგაციამ წარადგინა თავისი პოზიცია, რომ ირანს მომდევნო 10 წლის განმავლობაში ურანის გამდიდრების უფლება არ ექნებოდა, ირანულმა მხარემ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. „ირანს აქვს ურანის გამდიდრების ხელშეუვალი უფლება“, – უთხრა ამერიკელებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ. „ხოლო აშშ-ს აქვს ხელშეუვალი უფლება, რომ ამაში ხელი შეგიშალოთ“, – უპასუხა მას აშშ-ის დელეგაციის წევრმა სტივ უიტკოფმა
🔻 ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოთხოვნები მოისმინა, არაღჩიმ ყვირილი დაუწყო უიტკოფს, რომელიც შეხვედრაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად იმყოფებოდა. „თუ გირჩევნიათ, შემიძლია წავიდე“ – უთხრა უიტკოფმა. არაღჩის წარმომადგენლებს ამაზე დაუყოვნებლივი პასუხი არ გაუციათ. ამის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მომხდარის შესახებ ტრამპს მოახსენა. პრეზიდენტი ამ ამბავმა „გააოგნა“ – უთხრა NBC NEWS-ს მაღალჩინოსანმა. შაბათ დილას კი აშშ უკვე ირანს ბომბავდა

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა