პიანისტი გიორგი გიგაშვილი:
თამარ ცაგარეიშვილი დიდი პათოსით ყვებოდა ,,იმედზე” და თან ოთარ ჭილაძეს ციტირებდა იმ შინაარსით, თუ როგორ შეიძლება გიხაროდეს, ან ,,მშვიდად გეძინოს” მაშინ, როდესაც ,,სახალხო ტელევიზიებს” ასანქცირებენ.
ქალბატონო თამარ!
1 წელი მშვიდად გეძინათ, როდესაც თქვენი სასიქადულო ,,იმედი” აქციის მონაწილეების გაშავებაში, დარბევებში და პოლიციელებისგან სახედასახიჩრებული ახალგაზრდების ,,ეშმაკებად”, ,,აგენტებად” შერაცხვასა და არაადამიანურად მოპყრობაში იღებდა მონაწილეობას.
აი, ამ დროს გქონდათ თვალები დახუჭული.
აი, ამ დროს გულის სიღრმეში გიხაროდათ, რაც ხდებოდა.
შემდეგ უკვე თქვენნაირები, ე. წ. ,,ქოცალა ბაბოები” უხდიდით მადლობას ,,ხარებას” იმ რაზმს, კარდაკარ რომ დასდევდნენ და ასისხლიანედნენ ჩემს მეგობრებს, მერე უკვე ციხეში გამოკეტეს, საზიზღრობები ,,შეტენეს” და ბრალი ვერ დაუმტკიცეს.
აი, ეს ვერ დაინახეთ, ამ დროს გეძინათ მშვიდად.
მშვიდად გეძინათ მაშინ, როდესაც ზვიად მაისაშვილს სახლიდან დედა ვერ უკავშირდებოდა. მაშინ, როდესაც მას სახის ძვლები ჰქონდა წიხლებით ჩამტვრეული.
ამ ყველაფერში მონაწილეობდა ,,იმედი”.
,,იმედი”, რომელიც კი არ უნდა დასანქცირდეს, უნდა დაიხუროს და ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილში მონაწილე არაადამიანი პასუხისგებაში მიეცეს.
და კი, გამიხარდება ,,იმედის” და ,,პოსტივის” დახურვა. იმიტომ, რომ ათი ათასობით (თუ მილიონობით არა) ადამიანს გაუმწარეს ცხოვრება და თვალში ნაცარი აყარეს. და აგრძელებენ ამის კეთებას.
თქვენ და თქვენნაირები კი მოღალატეებად და ფულზე გაყიდულებად შეხვალთ ისტორიაში. არც თუ ისე გვიან!
აი ეს არის სიმართლე და ,,თქვენსას” ვერ აჭმევთ ვერავის!




