““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

„სრულად, რა ვკითხეთ და რა გვიპასუხა „მეამა“-ს დირექტორმა. სხვათა შორის, მან თავად გადმოურეკა ლიზა ციციშვილს, მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ პასუხი არ ჰქონდათ და მოგვცა პირობა, რომ დაგვიკავშირდებოდა.
“მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!“, — წერს „ფორმულას“ ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი და აუდიო ჩანაწერს ავრცელებს.
📌 28 თებერვალს, „მეამას“ დირექტორმა ლაშა შარიქაძემ, , „ფორმულას“ ჟურნალისტს უთხრა, რომ არ აპირებს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას, დღეს, 1 მარტს, კი „მეამამ“ ამ განცხადებას ცრუ კამპანია უწოდა და თქვა, რომ „კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს ტვ-სთან თანამშრომლობაზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)