: თეთრი სახლის ეს გზავნილი ბიძინას შეეძლო საკუთარ თავზე მიეღო. ვფიქრობ, ის დღეს მთლად მთლად კარგ ხასიათზე არ უნდა იყოს

 ზუსტად ისეთი ტიპის ლიდერია, როგორც აიათოლა ალი ხამენეი იყო , – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ირანში განვითარებულ მოვლენები შეაფასა.

გია ხუხაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ ირანის მხარდამჭერი ძალიან ბევრი სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა. მისივე თქმით, “ დღეს მთლად მთლად კარგ ხასიათზე არ უნდა იყოს”.

„საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა არა მხოლოდ პრო-ირანული, აქ მარტო ინაუგურაციაზე დასწრებაზე არ არის საუბარი, 11 თებერვალს, თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ამით საქართველოს ხელისუფლება მტრულს თუ არა, ძალიან უარყოფით გზავნილს აგზავნიდა როგორც -ის და ევროპის, ასევე, ისრაელის მიმართ, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი პარტნიორი და მეგობარია. ბუნებრივია, ეს შესაბამის კითხვებს იწვევდა. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფალი ძალიან შეშფოთებული უნდა იყოს, რადგან ტრამპს რომ თავი დავანებოთ, მარკო რუბიოს [ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი] განცხადება იყო დაახლოებით 10 დღის წინ, სადაც მან თქვა, რომ ძალიან ძნელია ირანის ხელისუფლებასთან რამეზე საუბარი, რადგან ქვეყანას მართავს პირი, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ჯდება. მხედველობაში ჰყავდა აიათოლა ალი ხამენეი. ირანთან მოლაპარაკება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან გაურკვეველია, ვის ველაპარაკოთო. გადაწყვეტილებებს იღებს პირი, რომელიც ინსტიტუციურად არსად არის. ეს განცხადება ბიძინას შეეძლო საკუთარ თავზე აღექვა, რადგან ისიც ზუსტად ამ ტიპის ლიდერია, როგორც ხამენეი იყო. შორს ვარ იმ აზრიდან, რომ იმავე ბედი ვუსურვო, პირიქით, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ თეთრი სახლის ეს გზავნილი ბიძინას შეეძლო საკუთარ თავზე მიეღო. ვფიქრობ, ის დღეს მთლად მთლად კარგ ხასიათზე არ უნდა იყოს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი განმარტებით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ სწორი პოზიცია უნდა აირჩიოს და ქვეყანა ქვეყანას ნორმალური განვითარების გზაზე დააბრუნოს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ოპერაცია ომში არ გადაიზრდება და ირანელი ხალხი ამ ძალიან მძიმე სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვა. ჩვენ ვიცით ირანის რეჟიმი როგორ მუშაობდა, ბოლო თვეების განმავლობაში უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო ირანელმა ხალხმა. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, უნდა ვიცოდეთ, სად ვართ, რომელ უსაფრთხოების სისტემაში მოვიაზრებთ საკუთარ თავს და ამის მიხედვით უნდა გვქონდეს რეაქცია. ჩვენი უსაფრთხოების და მომავალი განვითარების ადგილი კონსტიტუციით არის განსაზღვრული – ეს არის დასავლური, ამერიკული და ევროპული გზა. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ -ის მოკავშირეები ვართ. ამის გათვალისწინებით, ძალიან გასაკვირი იქნება, საქართველოს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდეს. აშშ-ის და დასავლეთის გაძლიერება, ბუნებრივია, ჩვენს ინტერესებშია. ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება განსხვავებული პოზიციის დემონსტრირებას ახდენს ბოლო პერიოდში, მაგრამ იმედს ვიტოვებ, გამოფხიზლდებიან და ქვეყანას ნორმალური განვითარების გზაზე დააბრუნებენ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი განმარტებით, შესაძლო რისკები დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენს ხანს გაგრძელდება მიმდინარე ოპერაცია. გია ხუხაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, მიმდინარე მოვლენები სწრაფად დასრულდება. „ეს არის ირანელი ხალხისთვის საჩუქარი,რომელიც ამერიკელებმა და ებრაელებმა, პირველ რიგში, ხალხს გაუკეთეს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ ირანის “რეჟიმებთან” კონსტრუქციული დიალოგი ვერ ჩატარდება და აუცილებელია არჩევნების ჩატარება.

„რეჟიმის „რბილი“ ჩამოშორება უნდა მოხდეს, ამას არჩევნების ჩატარება სჭირდება. ირანის ხელისუფლების ნაშთებთან გარკვეული მოლაპარაკებები იქნება, უფრო დემოკრატიულ სამყაროსთან კაპიტულაციის და არჩევნების ჩატარების პირობებზე, ვიდრე სხვა საკითხებზე. სერიოზულად, ირანის ხელისუფლებას როგორც პარტნიორს და მომლაპარაკებელ მხარეს, უკვე არავინ აღიქვამს არა მხოლოდ აშშ-ში და ისრაელში, არამედ მგონი დედამიწაზეც“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.