ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები დარტყმების შედეგად შემდეგი პირების დაღუპვას ადასტურებს: ალი შამხანი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური და არმიის მეთაური, და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი; მოჰამედ პაკპური, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური; სალაჰ ასადი, ირანის სამხედრო საგანგებო სიტუაციების შტაბის დაზვერვის უფროსი და ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი დაზვერვის ოფიცერი; მოჰამედ შირაზი, ხამენეის სამხედრო ბიუროს უფროსი; აზიზ ნასირზადე, ირანის თავდაცვის მინისტრი და ირანის საჰაერო ძალების ყოფილი უფროსი და შტაბის უფროსის მოადგილე; ჰოსეინ ჯაბალ-ამელიანი, SPND-ის თავმჯდომარე; რეზა მოზაფარი-ნია, SPND-ის ყოფილი თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს