საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით – ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით აკვირდება, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.

საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ოფიციალური რეკომენდაციების დაცვისკენ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

„რეგიონში ჩვენი საელჩოები სრულად ფუნქციონირებას აგრძელებენ და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას