გორში არასრულწლოვანის ადევნების ფაქტზე 61 წლის კაცი დააკავეს. მას 2009 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა უზენაესმა სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა

გორში არასრულწლოვანის ადევნების ფაქტზე 61 წლის კაცი დააკავეს. მას 2009 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა “ფორმულას” ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, უზენაესმა სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. რა მოტივით, უცნობია. გორის რაიონულმა სასამართლომ მას გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
🔴 ამავე ინფორმაციით, კაცი მიხეილ აზალაძეა, რომელსაც წარსულში რამდენიმე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის, მკვლელობა და სხეულის დანაწევრება:
💬 “ჩემი მაზლი თბილისში, ორხევის დასახლებაში სახლში დაპატიჟა, გაუმასპინძლდა არყით, მერე როგორც ჩანს, მოუვიდათ შელაპარაკება და მოკლა, დაახრჩო. ჯერ გაგუდა, შემდეგ დაჭრა, თავი მოაჭრა, მკლავი მოაჭრა, ჩადო პოლიეთილენის პარკებში და ნაგვის ურნაში ჩაყარა, ჩამოიტანა და დაწვა. დაიჭირეს, უვადო პატიმრობა ჰქონდა და როგორც ჩანს, გადაუკვალიფიცირეს…მაგ კაცის გარეთ გამოშვება არაფრით არ შეიძლება. ეს არის მანიაკი, მაგისთვის პირველი მკვლელობა არ იყო, სამი თვით ადრე ანალოგიური მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, მაშინაც დაიძვრინა თავი, რადგან მარჯვენა ხელზე თითები არა აქვს, მაშინაც დაიძვრინა თავი, რომ მე არაფერ შუაში არ ვარო და თანამონაწილეობის მუხლით გაასამართლეს” ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი, თეა კუდუხოვი ფორმულასთან საუბარში.
💬 „სხდომა რომ დამთავრდა, გამოიყვანეს პატიმარი და ბადრაგს ჩააბარეს. თითები არა აქვსო და ახლომახლო ეძებდნენ მოქალაქეს, რომელიც დაკავებულის თანდასწრებითა და თანხმობით რაღაც ოქმზე მოაწერდა ხელს. მაშინ თქვეს, ეს იცი ვინ არისო? უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილიო. აქედან შევიტყვე, რომ მას წლების წინ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ვიკითხე, როგორ გათავისუფლდა უვადო პატიმრობისგან-მეთქი, მაგრამ ეს არც პოლიციელებმა იცოდნენ. ჩვენც არ ვიცითო” | ამბობს მოქალაქე გორიდან, ირმა მთიულიშვილი ადგილობრივ გამოცემა “ქართლის ამბებთან” საუბარში.
🔴 “ქართლის ამბებს“ -ში განუცხადეს, პირი დაკავებულია ადევნების მუხლით, რაც შეეხება უვადო პატიმრობის გადასინჯვის ამბავს, ეს მათ კომპეტენციას სცილდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა