ირაკლი – ევროკავშირმა ცალმხრივად, თავად შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან – ჩვენ ევროკავშირს დიალოგის განახლებას ვთავაზობთ!

2024 წლის ივნისში ევროკავშირმა ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით თავად შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან – ჩვენ ევროკავშირს დიალოგის განახლებას ვთავაზობთ! ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ! ამის იქეთ ურთიერთობების გადატვირთვის რეალურ ბერკეტებს ვერ ვხედავ, – ასე უპასუხა ევროკავშირთან ურთიერთობების გაგრძელების თემაზე დასმულ კითხვას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, “ერთადერთი ბერკეტი არის ღია და გამჭვირვალე დისკუსია, რაც უნდა განახლდეს“.

“ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ ამას – ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ მათი გადაწყვეტილების განახლებას. 2024 წლის ივნისში მათ მიიღეს გადაწყვეტილება პოლიტიკური დიალოგის შეჩერების თაობაზე. თუ ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ, ჩვენ თავიდან ბოლომდე მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)