თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
იმედის სტაფი გამოყარეს 3 ნარატივით:
1. ჩვენ რომ ხელფასები არ გვექნება, ქართველებს, როგორ გიხარიათ თუ ქართველები ხართო.
აქედან ზოგი წერს ვმღერი მე იმედზეო, ზოგი – ბანერს ვაკეთებო, ხოდა, რთულია მაგრამ, უნდა გაგიმხილოთ, რომ საერთოდ არ ვიცით ერმა თქვენი არსებობა, არათუ რამე თქვენი გვიხარია, ან გვწყინს.
ან როგორ შეიძლება გაგვიხარდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში, 2 ტელევიზია ჩვენი ქვეყნის მტრის მხარეს იბრძვის? – ტრაგედიაა ეგ.
არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ.
ჩვენ მხოლოდ სამართლიანობა გვინდა და უნდა აღდგეს!
სამართლიანობის აღდგენისას, რომელიმე თუ დამნაშავის მხარეს აღმოჩნდებით, წლებია გაფრთხილებდით და მეტი რა უნდა გვექნა?
2. ჩვენ ახლა თქვენ გვებრძვის უცხოეთის, ბრიტანეთის ერთი ადგილითო.
პირიქითაა ეგ, ჩვენი ერთი ადგილი რომ არა მყარად, არც ეგ რეპრესიები დაგჭირდებოდათ და არც სანქციები იქნებოდა, კი ვეგდებოდით უკვე რუსეთში.
3.ეგ სანქციები მაინც არაფერიაო…
გეუბნებით რომ ყველაზე მოცლილი და უსაქმური ხალხი ხართ და გწყინთ და აგერ, ა, არაფერზე ამოხტით და წერთ და ღნავით 24 საათზე მეტია, ცალკე თქვენ, ცალკე ოცნების ლიდერები და რა გითხრათ, აბა? არაფერზე რომ ამდენს წუწუნებთ, ხელფასი რაში უნდა გადაგიხადონ ისე? – ვერ გავიგე გულწრფელად.
ღმერთი თუ გაგიწყრებათ და კომენტარებში იმას დამიწერთ, აგერ, შენც ხომ წერო, – გეტყვით, რომ მე საქმეზე ვწერ და საქმედ ვთვლი მაგ სანქციებს, სამართლიანობის აღსადგენად გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნევ, – ეს თქვენ იძახით არაფერიაო.

ასევე დაგაინტერესებთ