“6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვით შეგვრჩება ძველი მანქანები…” – მევლუდ მელაძის ანალიზი: გაძვირდება თუ არა ავტომობილები?!

1-ლი აპ­რი­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში აიკ­რძა­ლე­ბა 6 წელ­ზე მეტი ხნის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი, პირ­ვე­ლა­დი და დრო­ე­ბი­თი რე­გის­ტრა­ცია. გა­მო­ნაკ­ლი­სი ვრცელ­დე­ბა იმ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, რო­მელ­თა ტრან­სპორ­ტი­რე­ბა პირ­ველ აპ­რი­ლამ­დე და­ი­წყე­ბა ან რომ­ლე­ბიც უკვე შე­მოყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პირ­ვე­ლა­დი რე­გის­ტრა­ცია 1-ელ აპ­რი­ლამ­დე არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა. “საქსტა­ტის” მო­ნა­ცე­მე­ბით, 2024 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 1.814 მლნ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას (85.7%) მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­ად­გე­ნენ. რე­გის­ტრი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­თა 80.6% 10 წელ­ზე მეტი ხნი­საა.

“შე­ზღუდ­ვა უზ­რუნ­ველ­ყოფს ავ­ტო­პარ­კის და გან­სა­კუთ­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პარ­კის გა­ჯან­სა­ღე­ბას, რაც ქვე­ყა­ნა­ში ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და, შე­დე­გად, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის­თვის გა­დად­გმუ­ლი კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია”, – ნათ­ქვა­მია გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამ ცვლი­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე. მისი თქმით, ეს შე­დეგს ვერ მო­ი­ტანს ვერც ეკო­ლო­გი­ა­ში და ვერც გზე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბას უშ­ვე­ლის.

– გა­დავ­ხე­დოთ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, ყველ­გან, სა­დაც აკ­რძალ­ვე­ბი იყო, პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა. ორი ქვე­ყა­ნა შე­ვა­და­როთ: გერ­მა­ნია და ეგ­ვიპ­ტე. გერ­მა­ნია აწარ­მო­ებს მან­ქა­ნებს, აქვს ქარ­ხნე­ბიც და წე­სით, ის უფრო უნდა კრძა­ლავ­დეს ყვე­ლა­ფერს, რად­გან გა­რე­დან შე­მოყ­ვა­ნი­ლი მან­ქა­ნე­ბი სულ არ სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ იქ ნე­ბის­მი­ე­რი სიძ­ვე­ლის ავ­ტო­მო­ბილს შე­იყ­ვან. რაც შე­ე­ხე­ბა ეგ­ვიპ­ტეს, 2000 წლი­დან ხან სა­გა­და­სა­ხა­დოს თა­მა­სა ას­წია, ხან წლე­ბი შე­ზღუ­და. ბო­ლოს და­ვი­და იქამ­დე, რომ სამ წელ­ზე უფრო ძველ ელექტრო­მან­ქა­ნას ეგ­ვიპ­ტე­ში ვერ შე­იყ­ვან, საწ­ვავ­ზე კი ერთ წლამ­დე და­ვიდ­ნენ, ანუ მხო­ლოდ ახალ ავ­ტო­მო­ბილს თუ შე­იყ­ვან. მაგ­რამ თუ გა­დავ­ხე­დავთ სტა­ტის­ტი­კას, ეგ­ვიპ­ტე­ში ხუთ წლამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მთე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მხო­ლოდ 4%-ია, ხოლო 21 წელ­ზე მეტი ხნის ავ­ტო­მო­ბი­ლი – 43%… წა­ი­კი­თხეთ ვრცლად