ირაკლი : ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა – როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს

ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა. როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია მთლიანად „დისკრედიტირებულია და ამ მდგომარეობამდე მიყვანას ხელი თავად შეუწყვეს“.

პრემიერის შეფასებით, „რადიკალური ძალებისთვის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში სივრცე არ უნდა იყოს“.

„ნულს პლუს ნული, უდრის ნულს. ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა. აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს. მთლიანობაში ოპოზიცია დისკრედიტირებულია. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. თვითონ შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას. მათ შორის, საბოტაჟით, პარლამენტში არ შესვლით და ა.შ. უამრავი არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინეს უცხოეთში საკუთარმა პატრონებმა. ამის გამო, ნულოვანია მათი იმიჯი და რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში. ეს პრინციპში კარგია, რადგან რადიკალური ძალებისთვის არ უნდა იყოს სივრცე ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის