ლაშა ბაქრაძე: „ქართულ ოცნებას“ უნდა თავისუფლების ადგილი განადგურდეს, მათი მიზანია, შეიქმნას პროფესორ-მასწავლებლებში ერთგულება პარტიის გენერალური ხაზისადმი

უნივერსიტეტებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ბაქრაძე უნივერსიტეტის კვოტების შემცირების თაობაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაქრაძემ განუცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზანი არა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ დიქტატურის გამყარება.

„არანაირი კავშირი ამას განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არ აქვს, არც უთქვამთ დაახლოებით მაინც, რას მოველით ამ „რეფორმის“ შედეგად, როგორ მდგომარეობაში იქნება ქართული უმაღლესი სასწავლებლები და სკოლები 5-10 წლის შემდეგ, არავითარი გეგმა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ამ წუთას რაც არის, ის განადგურდეს – რასაკვირველია, პირველ რიგში, ილიას უნივერსიტეტი განადგურდეს, რადგან ეს მათთვის ითვლება ლიბერალიზმის ბუდედ.

უნდათ თავისუფლების ადგილი განადგურდეს, სადაც ადამიანებს ასწავლიან თავისუფალ აზროვნებას. როგორც დიქტატორებისთვის არის დამახასიათებელი, მათი მიზანი არის, შეიქმნას პროფესორ-მასწავლებლებში ერთგულება პარტიის გენერალური ხაზისადმი, რომ არსად ისმოდეს თავისუფალი ხმა, რასაც ჩვენ ყველგან ვხედავთ. ეს არის იმ დიდი მოზაიკის ნაწილი მხოლოდ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მიმდინარეობს თავისუფალი, დემოკრატიული ინსტიტუტების დიდი ნგრევა, იმ ინსტიტუტების, რომლის იმედი გვქონდა, რომ ჩვენი განვითარების მომავალი იქნებოდა. ახლა ამ ყველაფრის ნგრევა და განადგურება მიმდინარეობს“,-განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ