პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი:
რამდენიმე თვეა მთავრობა “ქეშბექი-ქეშბექიო” გაიძახის და ამით ხსნის მაღალ ფასებს. და მოულოდნელად მისივე კომისიაზე ადამიანი ხსნის, რომ დიდმა ქსელებმა, მათ შორის ამ ყბადაღებული “ქეშბექის” მეშვეობით ფასები კი არ გაზარდეს, არამედ პირიქით შეამცირეს და უფრო იაფად ყიდიან, ვიდრე არაქსელური მაღაზიები. რაც ლოგიკურია – დიდი ქსელები ზუსტად იმიტომ იზრდებიან, რომ დიდი მასშტაბის ხარჯზე პატარა მაღაზიებთან შედარებით მეტად ეფექტიანები არიან და საბოლოო ჯამში მომხმარებელს ფასისა და ხარისხის უკეთეს კომბინაციას სთავაზობენ. ასე რომ არ იყოს, ვერასდროს განდევნიდნენ ისინი არაქსელურ მაღაზიებს ბაზრიდან.
თუმცა მთელი ეს სპექტაკლი გათვლილია ამომრჩეველზე, რომელიც ფიქრზე ბევრ დროს არ დახარჯავს და რომც სადმე რაიმე სიმართლე გაიპაროს, საბოლოო ჯამში მაინც მთავრობას დაუჯერებს. საინტერესოა, ეს ამბავი რომ დასრულდება, რამდენი იქნება ასეთი გულუბრყვილო ამომრჩეველი და რამდენი პირიქით მიხვდება, რომ ყველაფერი, რასაც ახლა მთავრობა ფასების ირგვლივ აკეთებს, ფარსი და იაფფასიანი სპექტაკლია?




