ემიგრაციაში მყოფი მსახიობი, ნიკა ქავთარაძე:
გურამ როგავას წასვლაზე, გონიერი ადამიანებიც კი კითხულობენ – რატომ წავიდა?!
ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერაც არ აქვთ გააზრებული, რას უშვება ბიძინა მისგან თავისუფალ მედიას.
წლებია ეს კოშმარი ხდება ამ ტელევიზიების თავს. ყოფილა თვეები, როცა “დამლაგებლისთვის” ხელფასის გადახდის საშუალება არ იყო და თანამშრომლები რიგრიგობით ალაგებდნენ ოთახებს. თვეები უგროვდებოდათ აუღებელი ხელფასებით.
მაშინ, როცა კომუნიკაციების რეგულატორი ათობით და ასობით მილიონის მფლობელი გახადა იგივე ბიძინამ.
სამწუხაროდ, ხშირად ვერ ხედავენ ადამიანები, რომ ყველაფერი
არის ერთ კონტექსტში – რუსეთის
მიერ საქართველოს მოსპობის.
მეც დღემდე მეკითხებიან – #ჩცდ რატომ გააჩერეთ?! როდის დაბრუნდება?!
მიკვირს ძალიან ასეთი ახლომხედველობა…




