ფარცხალაძე: მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ ქართველ და რუს ხალხს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებისკენ, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე

“მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ ქართველ და რუს ხალხს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებისკენ, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ერთიანობასა და გარე საფრთხეებისადმი ერთობლივ წინააღმდეგობაზე” – ამბობს ფარცხალაძე რუსულ გამოცემა MK. ru-სთან ინტერვიუში. ის ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ აღძრულ ბრალსაც ეხმაურება და ამბობს, რომ დევნიან:
“მე მდევნიან… შეკერილი საქმით მაბრალებენ იმას, რაც არ ჩამიდენია. ცდილობენ, ჩამომაშორონ ჩემს ისტორიულ სამშობლოს. საერთაშორისო დანაშაულებრივმა გაერთიანებამ გამოაცხადა ჩემზე ნადირობა. მე არ მეშინია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ გზა, რომელიც მე ავირჩიე, სწორია. […] ჩემი სამშობლოს, საქართველოს მსახურების სახელით გრძელი და სახიფათო გზა გავიარე. დღეს მე ზუსტად იმ ეტაპზე ვარ, სადაც, ვიცი, რომ მოძმე ერებს შორის ურთიერთობებში ახალი თავი დაიწყება. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. დროში, როდესაც ძველ ჭრილობებს ჯერ არ ჰქონიათ სათანადოდ შეხორცების დრო, მაგრამ ცხოვრება უკვე ახალ გამოწვევებს გვიმზადებს” | თქვა ფარცხალაძემ
ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით გუშინ ფარცხალაძეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. პროკურატურას მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული