92 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია

92 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე ელდარ შენგელაია.
ელდარ შენგელაია დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს თბილისში.
დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1958 წელს. 1957-1959წწ-ში კინოსტუდია “მოსფილმის”, ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის”კინორეჟისორი იყო;
არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: “თეთრი ქარავანი” (1964), “მიქელა” (1965), “არაჩეულებრივი გამოფენა”(1969), “შერეკილები” (1973), “სამანიშვილის დედინაცვალი” (1977), “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” (1983), “ექპრესინფორმაცია”(1993), ვიდეო-ფილმისა “9 აპრილის ტრაგედია”, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“ და სხვ; სცენარის ავტორი ფილმებისა: “მიქელა”, “ექპრესინფორმაცია”; პროდიუსერი ფილმებისა: “სკამი”, “ერთი ლეღვი გზაზე”, “საშობაო საჩუქარი”.
მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი);

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება