“90-იანი წლებიდან დღემდე, ვახტანგ გომელაური იყო საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი”- თეა წულუკიანი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა, აღნიშნულს თეა წულუკიანი ემსახურება.
“მინდა, ბატონ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად ამ წუთებში ჩვენ შევიტყვეთ მისი ნება-სურვილისა და გადადგომის შესახებ.
მიმუშავია რა მასთან და მიმუშავია არა ერთი წელი ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის, ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმით და ღირსებით ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.