9-11 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ პროგნოზს აქვეყნებს:
9 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.
ქ. თბილისში 9 და 11 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.“

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო