ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„9 წელია, მარტო ვცხოვრობ, სულ სხვანაირ ადამიანად ჩამოვყალიბდი... დედა ემიგრაციიდან ჯერ ვერ დავაბრუნე“ - ბლიც ინტერვიუ ბესო იაკობაძესთან

„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი მეოთხე სეზონის მონაწილე ბესო იაკობაძეა.
- მოვლენა, რომელმაც შეგცვალა ...
- შემცვალა იმ ფაქტმა, რომ 9 წელია, მარტო ვცხოვრობ... სულ სხვანაირ ადამიანად ჩამოვყალიბდი;
- ვერასდროს წარმოვიდგენდი ...
- რომ ამდენი ადამიანის სიყვარულს დავიმსახურებდი, რამდენიმე კვირაში;
- ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს ...
- ბევრ რამეს შევცვლიდი, მეტ დროს დავუთმობდი ხელოვნებას...
- სტიმულს გაძლევს ...
- ჩემი სამეგობრო;
- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განახორციელე ...
- დედაჩემის დაბრუნება ემიგრაციიდან;
- პირველი სიყვარულის ისტორია ...
- ძალიან განსხვავებული და დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. 19 წლის ვიყავი, მერე აღარც მყვარებია...
- ვერასდროს ვიქნებოდი ...
- ვერასდროს ვიქნები უმადური ადამიანი ...
- მეშინია ...
- საყვარელი ადამიანების დაკარგვის...
- რჩევას ვიღებ ...
- რჩევას ვიღებ ნებისმიერი ადამიანისგან და ვითვალისწინებ იმას, რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ;
- მოხუცი ვიქნები ...
- ალბათ, ძალიან საინტერესო ჩემი შვილიშვილებისთვის. ყველა იმ თავგადასავალს მოვუყვები, რაც ცხოვრებაში გამომივლია.
- საინტერესოა, „პრაიმ ჰაუსზე“ რას ეტყვი ...
- „პრაიმ ჰაუსში“ მოღვაწეობა ჯერ არ დამიმთავრებია, მერე გადავწყვეტ, აქედან რომელ ნაწილს მოვუყვები (იცინის)
„პირველი სიყვარული 5 წელი გაგრძელდა, სიგიჟე და გადარევა იყო...“ - ანა ქურდაძის ბლიც ინტერვიუ
როგორ მიულოცეს ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ზურიკო დავითაშვილს პირველი შვილის შეძენა - ფოტო
ზუკა დავითაშვილი მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს მშობლებმა ახალშობილს

არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.