"9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც შევუერთდებით" | ზურაბიშვილი
"9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც შევუერთდებით," - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
...მე ვიცი, რომ ამ დღეებში, ძალიან ბევრ ადგილას [გაიმართება] სხვადასხვა ინიციატივები რომლებიც ერთად გროვდება და ესეც არის საზოგადოების ნიშანი, როცა ცალ-ცალკე და ერთად ჩვენ ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით, 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ასევე შევუერთდებით, როგორც სხვები ჩვენ გვიერთდებიან იმისთვის, რომ ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როცა ჩვენ რამოდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.