9-დან 10 იანვრის ღამით რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ 72 დრონით მიიტანეს იერიში

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება, რომ 9-დან 10 იანვრის ღამით რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ 72 დრონით მიიტანეს იერიში. განცხადების მიხედვით, ჩამოგდებულია 33 დრონი, კიდევ 34 უპილოტო საფრენი აპარატი კი ლოკალურად დაიკარგა.
სააგენტო “როიტერის” მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში აფეთქების ხმა ისმის და აჩვენებს ღამით, თავდასხმისას გაჩენილ ხანძარს კიევში. მსგავსი გრძელი რადიუსით მოქმედი რუსული დრონები უკრაინის ცაში თითქმის ყოველდღიური რეალობაა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
ამასობაში, რუსული მხარის ცნობით, უკრაინულმა არმიამ ამერიკული იარაღით რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში სუპერმარკეტზე მიიტანა იერიში, დაშავდა ორი ადამიანი. უკრაინელთა მხრიდან ამ თავდასხმაზე ჯერ კომენტარი არ კეთდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან