ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

9 დათქმა, მოცულობით, ათჯერ ნაკლებია წინა 12 რეკომენდაციასთან შედარებით - ეს იმას ნიშნავს, რომ გასული 20 თვის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოცულობით, 9 დათქმა ათჯერ ნაკლებია 12 რეკომენდაციასთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ, გასული 20 თვის განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან უამრავი რამ გაკეთდა.
„წარმოდგენილია 9 კონკრეტული დათქმა. მოცულობით, ეს 9 დათქმა დაახლოებით ათჯერ ნაკლებია წინა 12 რეკომენდაციასთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გასული 20 თვის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, რათა განხორციელებულიყო ცვლილებები და რეფორმები. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესებში. გავყვებით ამ ახალ 9 დათქმას და უზრუნველვყოფთ მათ შესრულებას“, - აღნიშნა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.